საქართველოს საწყლოსნო სახეობების ეროვნული ფედერაცია აერთიანებს ოთხი წყლის სპორტს — ცურვას, მხატვრულ ცურვას, წყალბურთსა და წყალში ხტომას. ფედერაციის შექმნის მიზანი იყო საქართველოში წყლის სპორტის სისტემური განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სპორტსმენებისთვის პროფესიული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ფედერაციამ დიდი წინსვლა განიცადა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ არენაზე. დღეს ის წარმოდგენილია World Aquatics-ისა და European Aquatics-ის სტრუქტურებში, მონაწილეობს მათ კონგრესებში, ტურნირებსა და პროგრამებში.
ფედერაცია აგრძელებს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ახალი თაობების აღზრდას და საქართველოს საერთაშორისო პოზიციის გაძლიერებას წყლის სპორტებში.