ქართველი ახალგაზრდა წყალბურთელები საერთაშორისო არენაზე!

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ახალგაზრდა ქართველი წყალბურთელები გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ მაიამიში.

ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში:

23rd Annual South Florida International Age Group Water Polo Tournament

აღნიშნული ტურნირი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს ახალგაზრდულ გუნდებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოცდილებას ქართველი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

ვუსურვებთ ჩვენს გუნდს წარმატებას, ღირსეულ თამაშს და ახალ გამარჯვებებს!

მოძებნეთ სასურველი ინფორმაცია