ამერიკის ქალაქ მაიამიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს წყალბურთის გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ბაჰამის კლუბი დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 15:7
ჩვენი სპორტსმენები ტურნირის ფარგლებში ღირსეულად ასპარეზობენ და კიდევ ერთხელ აჩვენეს გუნდის ძალა, ერთიანობა და მაღალი კლასი საერთაშორისო არენაზე.
ვამაყობთ თითოეული მოთამაშით, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს!