საქართველოს წყლის სახეობების ეროვნული ფედერაცია შეიქმნა როგორც ერთიანი ძალა, რომელიც აერთიანებს ოთხი წყლის სპორტს — ცურვას, მხატვრულ ცურვას, წყალბურთს და წყალში ხტომას.
ფედერაციის შექმნის მიზანი იყო საქართველოში წყლის სპორტის სისტემური განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სპორტსმენებისთვის პროფესიული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ფედერაციამ დიდი წინსვლა განიცადა როგორც ადგილობრივ ასპარეზზე, ისე საერთაშორისოსპორტულ არენაზე. დღეს იგი წარმოდგენილია World Aquatics-სა და European Aquatics-ის სტრუქტურებში, მონაწილეობს მათ კონგრესებში, ტურნირებსა და პროგრამებში.
ფედერაცია აგრძელებს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ახალი თაობის აღზრდას და საქართველოს საერთაშორისო პოზიციის გაძლიერებას წყლის სპორტებში.