განცხადება

ა(ა)იპ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ 2026 წლის 08 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება საანგარიშო/საარჩევნო ყრილობა. (რეგისტრაციის დასაწყისი 12:00 საათი)

მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის N9 სასტუმრო მერკური.

ა(ა)იპ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია

(ს/ნ 204900134)

     2026 წლის 08 თებერვალს საანგარიშო/საარჩევნო ყრილობა

დღის წესრიგი:      

  • ფედერციის პრეზიდენტის მოხსენება/ანგარიში; (მომხსენებელი – ფედერაციის პრეზიდენტი ა. ნიკოლაიშვილი)
  • წესდებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა, წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
  • ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ სამოქმედო პროგრამის წარდგენა;
  • ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
  • ფედერაციის გამგეობის წევრების არჩევა;
  • ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ის არჩევა;
  • ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის ანაზღაურების განსაზღვრა
  • დასკვნითი სიტყვა;

პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის წესი

  • ფედერაციის პრეზიდენტობაზე კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ ფედერაციის წევრებს. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს ფედერაციის წევრთა მიერ რომლებმაც წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინონ ფედერაციის გამგეობას არჩევნებამდე არანაკლებ 2 (ორი) კვირით ადრე.
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება და არ უნდა იყოს ნასამართლევი, ამასთანავე,  შესაბამის სპორტულ სფეროში უნდა ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია.
  • ფედერაციის წევრებს უფლება აქვთ პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინონ 2026 წლის 23 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით, მისამართზე: საწყლოსნო კომპლექსი „ოლიმპიკი“ ჩოლოყაშვილის ქუჩა N1, 5ბ, თბილისი, საქართველო 0113. ან ელექტრონულ ფოსტაზე – geo.swim.fed@gmail.com. აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.