უნგრეთის უძლიერესი ნაკრების მოკლე მიმოხილვა

0
6

მოგეხსენებათ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართება და მის სტარტამდე დარჩენილია მხოლოდ 3 დღე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება უნგრეთის უძლიერესი ნაკრები.

ეს ქვეყანა ცნობილია თავისი სიყვარულით წყალბურთისადმი და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ უნგრეთის ეროვნული ნაკრები 15 სხვადასხვა წელს იქნა დასახელებული საუკეთესო გუნდად ყველა სპორტის სახეობებს შორის უნგრეთში.

მსოფლიო წყალბურთის ისტორიაში, უნგრეთის ნაკრებმა თავისი კვალი დატოვა და ეს კვალი არცთუ ისე პატარაა. უნგრეთის ნაკრების ურიცხვ  მიღწევებში შეგვიძლია გამოვყოთ: 9 ოლიმპიური ოქროს მედალი ( 3 ოლიმპიადაზე ზედიზედ 2000, 2004, 2008წწ); 12 ევროპის ჩემპიონატის პირველი ადგილი და 3 გზის მსოფლიო ჩემპიონობა.

 

უნგრეთის ნაკრები დაკომპლექტებულია მოთამაშეებით, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კლუბებში თამაშობენ, ზოგადად კი ეს გუნდი გამორჩეულია ფიზიკური მონაცემებით და სიძლიერით ( მოთამაშეების საშუალო სიმაღლე 1.94სმ)

ჩვენ ბიჭებს ძალების მოსინჯვა პირველივე ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში უნგრელების წინააღმდეგ მოუწევთ და ეს მატჩი გაიმართება 16 ივლისს  საქართველოს დროით 17: 30-ზე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here