16-17 ივნისს, თბილისის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, “ოლიმპიურ აუზზე” წარმოგიდგენთ თბილისის ღია ჩემპიონატს სინქრონულ ცურვაში გოგონათა შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 5 ასაკობრივ კატეგორიაში 160-მდე სპორტსმენი გოგონა. ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ტურნირზე გამოვლენ მოწვეული სპორტსმენები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და წამახალისებელი საჩუქრებით. დასწრება თავისუფალია.