Home Blog Page 5

ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

0

ევრო2022/სპლიტი /27აგვიტსო-10 სექტემბერი
🇬🇪საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე: ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ვალიკო დადვანი,ხვიჩა ჯახაია, საბა ტყეშელაშვილი, მარკო ელაჩა, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, ბორის ვაპენსკი,ნიკა შუშიაშვილი, რეზი იმნაიშვილი(კაპიტანი), ივან სარიჩი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი.
მთავარი მწვრთნელი: დეიან სტანოევიჩი
მწვრთნელი: ზუკა რურუა
ექიმი:გიორგი კუჭაძე
გუნდის მენეჯერი: ლევან თოდაძე
🇬🇪ჩვენი ეროვნული გუნდი ფინალურ ეტაპზე „ა“ ჯგუფში იტალიასთან, სლოვაკეთთან და მონტენეგროსთან ერთად იასპარეზებს.
მატჩების ტრანსლაცია – პირველ არხზე

ევროპის ჩემპიონატი ცურვაში

0

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 2022 წლის ევროპის საწყლოსნო სახეობათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა კუხალაშვილმა 100 მ. თავისუფალი ყაიდაზე საკვალიფიკაციო გაცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა შედეგით 0:50.90 , გააუმჯობესა რა დავით აბესაძის მიერ 2021 წელს ნაჩვენები დრო(0:51.33). თავად ლუკას პირადი საუკეთესო შედეგი ამ დისტანციაზე 0:51:49 წამს შეადგენდა. კუხალაშვილმა მისთვის სარეკორდი(50-მეტრიან აუზზე) 782 ფინას ქულაც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი მოცურავე,რომელმაც 100-მეტრიანი დისტანცია 51 წამზე ნაკლებ დროში დაფარა.ეს ლუკასთვის 50-მეტრიან აუზზე დაფიქსირებული საქართველოს პირველი რეკორდია.ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას ამავე სტილით 200-მეტრიან გაცურვაში !

ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ცურვაში

0

მარია ალავიძე ევროპის 7 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა ესპანეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მხატვრულ ცურვაში იუნიორთა შორის, ქართველმა სპორტსმენმა წინა წელს ნაჩვენები შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა და 24 ქვეყანას შორის ასპარეზობა მე-7-ე ადგილზე დაასრულა
მარია ალავიძემ თავისუფალ სოლო პროგრამაში 80.50 ქულა დააგროვა
აღსანიშნავია რომ გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე მარია ალავიძემ მე-19-ე ადგილი დაიკავა
ვულოცავთ ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს და მის მწვრთნელებს მნიშვნელოვან წარმატებას!

ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ცურვაში

0

მარი ალავიძე ევროპის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა. ესპანეთში მიმდინარე ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე მხატვრულ ცურვაში, რომელშიც 24 ქვეყანა მონაწილეობდა, ქართველმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა. მარიამ ალავიძემ ტექნიკურ სოლო პროგრამაში 77.4124 ქულა დააგროვა კონტინეტის პირველობაზე ხვალ თავისუფალი სოლო პროგრამა შესრულდება ახალგაზრდა პერსპექტიულ სპოტსმენს, მარი ალავიძეს წარმატებებს ვუსურვებთ!

მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში

0

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება წყალბურთში სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატში მე – 10 ადგილი დაიკავა .დრამატულ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები დამარცხდა იაპონიასთან 16-15.

მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში

0

საქართველოს მაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ 20 – 7 ,

მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში

0

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა 18-14. მიუეხედავად დამარცხებისა ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან

პლეი ოფში ჩვენი ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში

0

საქართველო 9:10 მონტენეგრო საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. დიდი მადლობა ბიჭებო საოცარი მატჩისთვის

მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში

0

პირველი ტურის შედეგები

მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში

0

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.ჩვენმა ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში მოიპოვა უმნიშვნელოვასი გამარჯვება,რითიც ფაქტობრივად გაინაღდა ფლეიოფში მონაწილეობის შესაძლებლობა .

ბოლო სიახლეები