Home Blog Page 28

U19 ევროპის ჩემპიონატი წყალბურში იწყება!

0

ბელორუსიის ქალაქ მინსკში, 26 აგვისტოდან სტარტს აიღებს U19 ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. საქართველოს ნაკრები პირველივე დღეს მძიმე კონკურენტით, უნგრეთის ნაკრებით დაიწყებს.

26 აგვისტოს თამაშების განრიგი:

 

09.00 10.20 

 

ESR – TUR

10.40 – 12.00

 

СRO – SLO

 

 

12.20 – 13.40

 

RUS – GBR

 

14.00 – 15.20

 

SRB – NED

 

15.40 – 17.00

 

HUN – GEO

 

17.20 – 18.40

 

ITA – FRA

 

19.00 – 20.20

 

BLR – GRE

 

20.40 – 22.00

 

MNE – ROU

 

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს და მათ სამწვრთნელო შტაბს.

“ძმები ჩაჩავების თასი” 2018 დასრულებულია

0

დასრულდა საერთაშრისო ტურნირი “ძმები ჩაჩავების თასი” 2018. ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერ შეძლო პირველი ადგილის დაკავება, რადგან რუსეთის და რუმინეთის გუნდებთან დათმეს თამაში, ხოლო ჰოლანდიის ნაკრებთან კი ფრე 9-9 ითამაშეს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და ჰოლანდიის ნაკრებებს იდენტური შედეგი ჰქონდათ 2 წაგება და თითო ფრე, გაშვებული და გატანილი ბურთების შეფარდება ჩვენს მხარეს იყო და მესამე ადგილი დავიკავეთ.

1- რუსეთი

2- რუმინეთი

3- საქართველო

4- ჰოლანდია

საქართველოს U19 ნაკრებს წინ უდიდესი ტესტი ელის ევროპის ჩემპიონატის სახით. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს!

ტურნირის პირველი დღე დასრულდა

0

ძმები ჩაჩავების მემორიალური თასის პირველი დღე დასრულდა. პირველ თამაშში ერთმანეთს ჰოლანდიისა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორე მატჩში საქართველომ რუსეთთან მოსინჯა ძალები.

პირველი შეხვედრაში რუმინელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა და თამაშის ბოლომდე დომინირებდნენ, რაც საბოლოო ჯამში შედეგზეც აისახა ჰოლანდია 4-15 რუმინეთი.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებას, მთელი თამაში დაძაბულად, ბურთი-ბურთზე მიდიოდა.რუსეთის მოთამაშე არასპორტული საქციელის გამო გაძევებული იქნა (4წუთით) შეცვლის უფლების გარეშე. მისი ბედი გაიზიარა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრმა კახა სამყურაშვილმაც მესამე მეოთხედში.

ბოლო მეოთხედში რუსეთის ნაკრებმა მოახერხა და გადატეხა თამაშის მიმდინარეობა და საბოლოოდ ორი ბურთით 10-8 იმარჯვა.

ხვალ თამაშები განახლდება 17:00 იდან სპორტკომპლექს ოლიმპიკზე.

18:20 ჩვენი ბიჭები რუმინელებს დაუპირისპირდებიან.

მობრძანდით და ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს.

როსტომ და ზურაბ ჩაჩავების მემორიალური თასი

0

17-18-19 აგვისტოს, სპორტ კომპლექს ოლიმპიკზე გაიმართება ძმები ჩაჩავების მემორიალური ტურნირი 1999-00 წლებში დაბადებულთა შორის. გათამაშებაში მონაწილობას მიიღებენ : საქართველოს, რუმინეთის, ჰოლანდიისა და რუსეთს ახალგაზრდული ნაკრებები. ეს არის ჩვენი ბიჭებისთვის ბოლო მოსამზადებელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატამდე, ამიტომ ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს  წარმატებები და შეგახსენებთ, რომ მატჩებზე დასწრება თავისუფალია !

თამაშების განრიგი:

17/08

17:00 ჰოლანდია-რუმინეთი

18:20 საქართველო-რუსეთი

18/08

17:00 ჰოლანდია-რუსეთი

18:20 საქართველო-რუმინეთ

19/08

10:00 რუმინეთი-რუსეთი

11:30 საქართველო-ჰოლანდია

კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს ბიჭებს!! ყველა გულშემატკივარს გელით სპორტ კომპლექს ოლიმპიკზე!!

ბრეუსის თასი ბათუმში

0

14, 15, 16 აგვისტოს ქ.ბათუმში “მარდი პლაზა”-ში 11:00 – 15:00 სთ. ჩატარდება პეტრე ბრეუსის სახელობის საერთაშორისო ტურნირი
“BREUS CUP” 2018!

დასწრება თავისუფალია!!!

დიდი დანაკლისი ქართული წყალბურთისათვის

0

ქართული წყალბურთის დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი, გივი ჩიქვანაია გამოაკლდა. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი 79 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. გივი ჩიქვანაია თბილისის `დინამოში (1957-67), მოსკოვის “დინამოსა” (1968-74) და სსრკ ნაკრებში (1958-72) თამაშობდა. XVII და XIX ოლიმპიური თამაშების (1960, რომი და 1968, მეხიკო) და ევროპის ჩემპიონატის (1962) მეორე პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1965, 69). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, რუსეთის ფედერაციის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2001), რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს საწყლოსნო სახეობთა ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წყალბურთის ოჯახის გამორჩეული წევრის, გივი ჩიქვანაის გარდაცვალების გამო

სლოვაკეთი დაძლეულია, შედეგი გაუმჯობესებულია!

0
  1. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში, სადაც სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მე-13 ადგილოსანი უნდა გარკვეულიყო,  იმარჯვა და ანგარიშით 8-6 დაამარცხეს მოწინააღმდეგე!

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა გააუმჯობესა წინა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი და ერთი ადგილით წინ წავიწიეთ.

გილოცავთ ამ გამარჯვებას მთელ საქართველოს!!

პროგრესი სახეზეა და წინსვლას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს !!

პირველი გამარჯვება ბარსელონაში!

0

დღევანდელ მატჩში, რომელშიც ჩვენი ბიჭები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა და საბოლოო ანგარიში საქართველო 15-10 თურქეთი დააფიქსირდა.

სატურნირო დღის რიგით მეორე მატჩში, სადაც ურთიერთობას არკვევდნენ სლოვაკეთისა და მალტის ეროვნული ნაკრებები, სლოვაკეთის ნაკრებმა იმარჯვა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება 24 ივლისს 12:00-ზე მე-13 ადგილისთვის საბრძოლველად.

ვუსურვოთ ბიჭებს წარმატებები და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის (მე-14 ადგილი) გაუმჯობესება!!!

საქართველო 3 – 14 იტალია

0
CAMPAGNA Alessandro coach ITA with his players RUSSIA vs ITALY Waterpolo - Men's preliminary Round Day 06 29/07/2015 XVI FINA World Championships Aquatics Swimming Kazan Tatarstan RUS July 24 - Aug. 9 2015 Photo Giorgio Perottino/Deepbluemedia/Insidefoto

საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩაატარა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიასთან და დამარცხდა 11 ბურთიანი სხვაობით, შესაბამისად კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

მინდა ავღნიშნო, რომ იტალია სერბეთის შემდეგ ტურნირის ფავორიტთა სიაში მე-2 ადგილზე იმყოფება და ეს მატჩი იყო საქართველოსთვის მოსამზადებელი შემდეგი თამაშისათვის რომელიც გაიმართება 22ივლისს 14:30-ზე ც ჯგუფის ბოლო ადგილოსან თურქეთთან.

ჩვენ ბიჭებს დარჩათ შანსი მოუგონ თურქებს, ხოლო მოგების შემთხვევაში, შემდეგ თამაშში სლოვაკეთისა და მალტას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან 13-14 ადგილისათვის ბრძოლაში.

მოგეხსენებათ წინა ევროპის ჩემპიონატზე რომელიც გაიმართა ქალაქ ბელგრადში საქართველოს ნაკრებმა დაიკავა მე-14 ადგილი, დღევანდელი სიტუაციით კი მათ ეძლევათ რეალური შანსი გააუმჯობესონ ეს შედეგი და ერთი ადგილით წინ წაიწიონ.

წარმატებები ჩვენ ბიჭებს!

დასანანი მარცხი გერმანიასთან

0

დღეს ჩვენმა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა გემრანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ბიჭებმა იბრძოლეს, ჩადეს მთელი მონდომება და გული ამ თამაშში და მატჩის პირველივე წუთებში მოიპოვეს უპირატესობა. საქართველო დომინირებდა და ეს დომინირება გრძელდებოდა მატჩის ბოლომდე, მაგრამ ყველა სპორტის სახეობაში, ისევე როგორც წყალბურთში არსებობს ფორტუნა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს დღეს აშკარად ზურგი აქცია და გერმანელთა მხარე აირჩია.

მესამე მეოთხედში ჩვენი ბიჭების გატანილ გოლებს უმალვე უპასუხეს გერმანელებმა და საბოლოოდ ერთ ბურთიანი სხვაობით დავმარცხდით.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მთელი საქართველოს სახელით ასეთი ბრძოლისა და სულისკვეთებისათვის.

გუნდი განიცდის პროგრესს და შედეგიც სახეზეა! ყველაფერი წინ გვაქვს და წინა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება ისევ შეგვიძლია!

ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების!

წარმატებები და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

ბოლო სიახლეები