ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონია. წყალბურთში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტ მესამე შეხვედრაში, ზვიად დავითიანის გუნდმა დინამოს 8:6 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიგო. პირველი მატჩი პენალტებით “ლოკომოტივმა” მოიგო. განმეორებით შეხვედრაში კი “დინამომ” გაიმარჯვა. ჩემპიონის ვინაობა მესამე დაპირისპირებამ გამოავლინა

ლოკომოტივი-დინამო 8:6 (3:3, 2:2, 2:0, 1:1)

ლოკომოტივი: ქარჩავა, ქავთარაძე (1), ქარჩილაძე, ფურცელაძე (1), ბაბუნაშვილი (1), ყავლაშვილი, რუსიშვილი (1), ივანაშვილი, ურუშაძე, გეგელაშვილი (2), კახეთელიძე (1), ჩიკვაიძე (1), კუჭუაშვილი.

დინამო: გვეტაძე, შავშიშვილი, მოსაშვილი, თეთრაძე, გაბადაძე, ადეიშვილი, ხვედელიანი (2), ბაღათურია (1), რურუა (2), ჯახაია (1), ხამოევი, ქართველიშვილი, რაზმაძე.

ბრინჯაოს მედალი თბილისის “თბილისმა” დაიმსახურა – რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში “სპორტმენეჯმეტს” 11:6 სძლია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here