მხატვრული ცურვა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ესთეტიკურ და ტექნიკურად რთულ წყლის სპორტის სახეობას, რომელიც აერთიანებს ცურვას, ქორეოგრაფიას, მუსიკას და სინქრონულ მოძრაობებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნიკას, სიზუსტეს, კოორდინაციასა და არტისტულ შესრულებას.
ხელს უწყობს
- ფიზიკური გამძლეობისა და მოქნილობის განვითარებას
- რიტმისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას
- გუნდური მუშაობისა და დისციპლინის ჩამოყალიბებას
- ესთეტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას
ფედერაცია უზრუნველყოფს
- სასწავლო და საკონკურსო პროგრამებს ასაკის მიხედვით
- ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებების ორგანიზებას
- სპორტსმენების მომზადებას საერთაშორისო ასპარეზისთვის
- მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიულ განვითარებას