წყალბურთი

თბილისის თასი ოლიმპიურ აუზზე

06-08 ივლისს, ოლიმპიური აუზი, წყალბურთის ყოველ წლიურ საერთაშორისო ტურნირს "თბილისის თასს" უმასპინძლებს, სადაც პირველობისათვის იბრძოლებენ:  საქართველოს, სლოვაკეთის, ყაზახეთის და თურქეთის ეროვნული ნაკრებები. დასწრება თავისუფალია და გულშემატკივარს ვთხოვთ დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს მხარში, რადგან ეს თამაშები მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად, რომლის სტარტამდეც...

საქართველოს ახალგაზრდულ U-19 ნაკრებს საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესტუმრა

საქართველოს ახალგაზრდულ U-19 ნაკრებს საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესტუმრა და მიულოცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა, რომელიც წელს მინსკში გაიმართება! ბატონ მიხეილს სიმბოლური საჩუქარი, ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი წყალბურთის ბურთი გადაეცა.

ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონია!

ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონია. წყალბურთში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტ მესამე შეხვედრაში, ზვიად დავითიანის გუნდმა დინამოს 8:6 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიგო. პირველი მატჩი პენალტებით "ლოკომოტივმა" მოიგო. განმეორებით შეხვედრაში კი "დინამომ" გაიმარჯვა. ჩემპიონის ვინაობა მესამე დაპირისპირებამ გამოავლინა ლოკომოტივი-დინამო...

საქართველოს ჩემპიონატი 2004-05 წწ შორის დაბადებულთა შორის დასრულდა

მთელი წელი დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 2004-05 წლებს შორის დაბადებულთა შორის წყალბურთში. ტურნირის გამარჯვებული გახდა კლუბი "არენა", მეორე ადგილი დაიკავა "ივერია", ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა კლუბი "აკადემია". 1. არენა 2. ივერია 3. აკადემია

ბოლო სიახლეები