სიახლეები

საქართველო 3 – 14 იტალია

საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩაატარა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიასთან და დამარცხდა 11 ბურთიანი სხვაობით, შესაბამისად კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. მინდა ავღნიშნო, რომ იტალია სერბეთის შემდეგ ტურნირის ფავორიტთა სიაში მე-2 ადგილზე იმყოფება და ეს მატჩი იყო საქართველოსთვის მოსამზადებელი...

დასანანი მარცხი გერმანიასთან

დღეს ჩვენმა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა გემრანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ბიჭებმა იბრძოლეს, ჩადეს მთელი მონდომება და გული ამ თამაშში და მატჩის პირველივე წუთებში მოიპოვეს უპირატესობა. საქართველო დომინირებდა და ეს დომინირება გრძელდებოდა მატჩის ბოლომდე, მაგრამ ყველა სპორტის სახეობაში, ისევე როგორც...

პირველი მატჩი დასრულდა

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა დაასრულა უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ. პირველი მატჩი მარცხით დავიწყეთ, თუმცა ამის მიუხედავად თამაშში ბევრი პოზიტიური მომენტი იყო. პირველი სამი მეოთხედი ძალზე დაძაბული გამოდგა 3-1; 2-2; 3-2 უნგრელების სასარგებლოდ, თუმცა მოწინააღმდეგემ კლასის და გამოცდილების ხარჯზე შეძლო და ბოლო...

ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე

დღეს წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, ერთმანეთს დაუპირისპირდება 14 გუნდი: 13:00 მონტენეტრო - საფრანგეთი 14:30 რუსეთი - სლოვაკეთი 16:00 თურქეთი - საბერძნეთი 17:30 საქართველო - უნგრეთი 19:00 ხორვატია - ჰოლანდია 20:30 გერმანია - იტალია 22:30 სერბეთი - რუმინეთის საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში გაშუქდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე! ჩვენ ბიჭებს ტურნირის პირველივე დღეს...

ერთი დღე ბარსელონამდე!

დღეს საღამოს საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრება. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ზედიზედ მე-3 ევროპის ჩემპიონატია სადაც ჩვენი ნაკრები მონაწილეობას მიიღებს. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის და მონდომების შედეგია ის, რომ ჩვენი ნაკრები სტაბილურად ხვდება ევროპის...

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები “მერიის თასის” გამარჯვებულია

დიღომში, ოლიმპიურ აუზზე დასრულდა საერთაშორისო ყოველ წლიური ტურნირი წყალბურთში მერიის თასი, რომელიც LEN-ის ეგიდით ტარდებოდა. გათამაშებაში ოთხი ეროვნული ნაკრები იღებდა მონაწილეობას: საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი და სლოვაკეთი. ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს სამივე გუნდთან გამკლავება და პირველ ადგილსაც დაეუფლნენ. მეორე ადგილზე სლოვაკეთის,...

საქართველოს ახალგაზრდულ U-19 ნაკრებს საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესტუმრა

საქართველოს ახალგაზრდულ U-19 ნაკრებს საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესტუმრა და მიულოცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა, რომელიც წელს მინსკში გაიმართება! ბატონ მიხეილს სიმბოლური საჩუქარი, ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი წყალბურთის ბურთი გადაეცა.

ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონია!

ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონია. წყალბურთში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტ მესამე შეხვედრაში, ზვიად დავითიანის გუნდმა დინამოს 8:6 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიგო. პირველი მატჩი პენალტებით "ლოკომოტივმა" მოიგო. განმეორებით შეხვედრაში კი "დინამომ" გაიმარჯვა. ჩემპიონის ვინაობა მესამე დაპირისპირებამ გამოავლინა ლოკომოტივი-დინამო...

საქართველოს ჩემპიონატი 2004-05 წწ შორის დაბადებულთა შორის დასრულდა

მთელი წელი დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 2004-05 წლებს შორის დაბადებულთა შორის წყალბურთში. ტურნირის გამარჯვებული გახდა კლუბი "არენა", მეორე ადგილი დაიკავა "ივერია", ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა კლუბი "აკადემია". 1. არენა 2. ივერია 3. აკადემია

ბოლო სიახლეები