Home ცურვა სიახლეები

სიახლეები

ერევანში ცურვის ღია პირველობა და მოპოვებული 19 მედალი!

როგორც იცით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, ერევანში ცურვის ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა ახალგაზრდა ქართველ მოცურავეთა გუნდი, 11 სპორტსმენის შემადგენლობით - 2003-04 და 2005-06 წელს დაბადებული ვაჟები და 2006-07 წელს დაბადებული გოგონები....

მოცურავეებმა სლოვაკეთიდან 24 მედალი ჩამოიტანეს!!!

21-22 დეკემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა ქართულმა დელეგაციამ. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს. ყველაზე წარმატებული იყო თემო კობახიძე, რომელმაც 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა. 3 ოქროს მედალი მოიპოვა საკუთარ...

საქართველოს პირველობას კადეტთა შორის ცურვაში, გურჯაანის გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა უმასპინძლა

ქ.გურჯაანის სპორტულ- გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა,ცურვაში საქართველოს პირველობას კადეტთა შორის უმასპინძლა. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით საქ.სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ და ქ.გურჯაანის საპატიო მოქალაქემ და სპორტის ოსტატმა გურამ მამუკაშვილმა დააჯილდოვეს.  

ქ.თბილისის პირველობა ცურვაში ჭაბუკთა და გოგონებს შორის

ჰოთელს & პრეფერენს "ჰუალინგ"მა, ცურვაში 2007-2012 წ.წ. დაბადებულ ჭაბუკებსა 2008-2013წ.წ დაბადებულ გოგონებს შორის ქ.თბილისის პირველობას უმასპინძლა. ვულოცავთ პატარა ჩემპიონებს გამარჯვებას!!!

ბოლო სიახლეები