ა(ა)იპ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ 2026 წლის 08 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება საანგარიშო/საარჩევნო ყრილობა. (რეგისტრაციის დასაწყისი 12:00 საათი)
მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის N9 სასტუმრო მერკური.
ა(ა)იპ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია
(ს/ნ 204900134)
2026 წლის 08 თებერვალს საანგარიშო/საარჩევნო ყრილობა
დღის წესრიგი:
- ფედერციის პრეზიდენტის მოხსენება/ანგარიში; (მომხსენებელი – ფედერაციის პრეზიდენტი ა. ნიკოლაიშვილი)
- წესდებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა, წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
- ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ სამოქმედო პროგრამის წარდგენა;
- ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
- ფედერაციის გამგეობის წევრების არჩევა;
- ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ის არჩევა;
- ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის ანაზღაურების განსაზღვრა
- დასკვნითი სიტყვა;
პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის წესი
- ფედერაციის პრეზიდენტობაზე კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ ფედერაციის წევრებს. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს ფედერაციის წევრთა მიერ რომლებმაც წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინონ ფედერაციის გამგეობას არჩევნებამდე არანაკლებ 2 (ორი) კვირით ადრე.
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება და არ უნდა იყოს ნასამართლევი, ამასთანავე, შესაბამის სპორტულ სფეროში უნდა ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია.
- ფედერაციის წევრებს უფლება აქვთ პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინონ 2026 წლის 23 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით, მისამართზე: საწყლოსნო კომპლექსი „ოლიმპიკი“ ჩოლოყაშვილის ქუჩა N1, 5ბ, თბილისი, საქართველო 0113. ან ელექტრონულ ფოსტაზე – geo.swim.fed@gmail.com. აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.