ბუდაპეშტი 2020

ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი არბიტრი ლევან ბერიშვილი მსაჯობს.
საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი პრესტიჟულ ტურნირზე ევროპის საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით მოხვდა.
ლევან ბერიშვილისთვის ეს პირველი ევროპის ჩემპიონატია როემლზეც მსაჯობს. გამოცდილმა ქართველმა არბიტრმა აქამდე 2018/2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ასევე 2018 წლის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და 2019 წლის ევროთასის გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე იმსაჯა.

ლევან ბერიშვილი: „ყველა ფედერაციას აქვს საკუთარი კვოტა ევროპის და მსოფლიოს ფედერაციაში. ტურნირზე ჩემი გამოზახება ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციიდან მოხდა. პირველად ვმსაჯობ ევროპის ჩემპიონატზე რაც უდიდესი პატივია. იმედია ეს ტურნირი ჩემთვისაც და ჩვენი ნაკრებისთვისაც წარმატებული იქნება“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here