Year: 2023

საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის მხარდამჭერი

როგორც ქართული სპორტის N1 ქომაგი, აგრძელებს წყალბურთის მხარდაჭერას .

ვითიბი ბანკსა და საქართველოს საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია-ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი, წყალბურთის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებების გენერალურ სპონსორობას 2021 წლის ბოლომდე გააგრძელებს.

უკვე მეექვსე წელია რაც ვითიბი ქართული წყალბურთის  ქომაგია, ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე 10 საუკეთესო გუნდში მოხვდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ, ხელი შეუწყო ქართული წყალბურთის განვითარებასა და წინსვლას.

გამოვლინდა საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში

[et_pb_section admin_label=”section”] [et_pb_row admin_label=”row”] [et_pb_column type=”4_4″][et_pb_text admin_label=”Text”]

დასრულდა 2018/19 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ძალზედ დაძაბული და თანაბარი ანგარიშით მიმდინარე მატჩი, პენლების სერიით “თბილისი” ს თბილისმა მოიგო და ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელიც გახდა.
”დინამო” თბილისი 10 : 12 თბილისის “თბილისი”.

1 თბილისი

2 დინამო

3 ლოკომოტივი

[/et_pb_text][/et_pb_column] [/et_pb_row] [/et_pb_section]

ასაკოვან მოყვარულთა ჩემპიონატი ცურვაში

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასაკოვან მოყვარულთა მოცურავეებს შორის შეჯიბრი გაიმართა, რომელიც 2021 წლიდან ტარდება. საქართველოს ჩემპიონები ქალთა შორის გამოვლინდნენ 60-69 წლამდე და 70+ კატეგორიებში, ხოლო მამაკაცებში 65-74 წლამდე და 75+ ასაკობრივ კატეგორიებში. ტურნირის მიზანია ასაკოვან მოქალაქეთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცურვის პოპულარიზაცია.