სპორტის მინისტრის ინიციატივით საპენსიო ასაკის ქალთა და მამაკაცთა შორის ცურვაში შეჯიბრი გაიმართა

0
11

სპორტის მინისტრის ინიციატივით საპენსიო ასაკის ქალთა და მამაკაცთა შორის ცურვაში შეჯიბრი გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა შორის ცურვის შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. მას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე, სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ფედერაციის წარმომადგენლები და შეჯიბრის მონაწილეთა გულშემატკივრები დაესწრნენ.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ შეჯიბრის მონაწილეები იყვნენ მოყვარული მოცურავეები და პირველივე შეჯიბრზე საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. შესაბამისად, სამინისტრო გეგმავს, რომ მოცემული შეჯიბრი ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდეს. მინისტრის თქმით, მეორედ შეჯიბრი მომავალი წლის ზაფხულში, ან ადრეულ შემოდგომაზე ჩატარდება.

ინფორმაციისთვის, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 27-მა ქალმა და 30-მა მამაკაცმა. მათგან ყველაზე ასაკოვანი ქალი მონაწილე იყო 74 წლის, ხოლო მამაკაცი – 78 წლის.
ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს ცურვის ორ სახეობაში – ბრასში და კროლში შეეჯიბრნენ და ორივე სახეობაში, ქალებშიც და მამაკაცებშიც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პირები აუზის (სიგრძე 25 მეტრი) ყველაზე მცირე დროში გადაცურვის შედეგად გამოვლინდნენ.
პირველ ადგილზე გასულ პირებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულებს – 1000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე გასულ შეჯიბრის მონაწილეებს – 500 ლარის ოდენობით. გამარჯვებული ქალები მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ხოლო მამაკაცები – მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა დააჯილდოვეს.

ინფორმაციისთვის, მოცემული შეჯიბრის ჩატარება მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე გადაწყდა. ინიციატივა თეა წულუკიანს ეკუთვნის და ყველა ასაკის პირებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here