ამერიკის ქალაქ მაიამიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი გუნდი ღირსეულად ასპარეზობს
პირველ შეხვედრაში 20-4 დავამარცხეთ Pegasus და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ!
ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში 12-18 დავმარცხდით Gladiators-თან და ახლა მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ!
ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდა წყალბურთელებით, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო არენაზე!
წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაშია – წარმატებები ჩვენს ბიჭებს!


