ერთი დღე ბარსელონამდე!

0
9

დღეს საღამოს საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრება. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ზედიზედ მე-3 ევროპის ჩემპიონატია სადაც ჩვენი ნაკრები მონაწილეობას მიიღებს. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის და მონდომების შედეგია ის, რომ ჩვენი ნაკრები სტაბილურად ხვდება ევროპის საუკეთესო 16 გუნდში.

ჩვენ ბიჭებს პირველ თამაშში ძალლების მოსინჯვა ტიტულოვან და უძლიერეს უნგრეთის ნაკრებთან მოუწევს. 16 ივლისს 17:30-ზე. მეორე დაპირისპირება კი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს 14:30-ზე გაიმართება და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში 20 ივლისს 17:30-ზე იტალიის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ ჩატარდება.

თამაშების ტრანსლირებას მოახდებს საზოგადოებრივი მაუწყებელი!!

ჩვენი გუნდი ამ ევროპის ჩემპიონატისთვის გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზით შეეცდება მიაღწიოს წარმატებას. ბევრი მოთამაშისათვის ეს იქნება პირველი ევროპის ჩემპიონატი და შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავიანთი თავი.

ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს და მათ მწვრთნელებს წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here