წყალთა სახეობების ფესტივალი

0
32

ქ. მინსკში წყალთა სახეობების (წყალბურთი, არტისტული ცურვის, წყალში ხტომა, ცურვა) პირველი ფესტივალი გაიმართა. რომელშიც 9 ქვეყნის, 1500 მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. წყალში ხტომაში შეჯიბრი ჩატარდა 12 წლამდე და 14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. 12 წლამდელებში, 10 წლის გიორგი წულუკიძემ, 1 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 143 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 14 წლამდე ასაკში 3 მეტრი ტრამპლინიდან 200 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა 12 წლის თეკლა შარია. ხოლო 14 წლამდე 1 მეტრი ტრამპლინიდან გოგონებში 12 წლის მარიამ შანიძემ მე-5 ადგილი დაიკავა. ვულოცავთ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here