ა(ა)იპ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ 2024 წლის 22 დეკემბერს 15:00 საათზე ჩატარდება საანგარიშო/საარჩევნო ყრილობა. (რეგისტრაციის დასაწყისი 14:00 საათი)
მისამართი: ქ. თბილისი, სოლიკო ვირსალაძის ქუჩა #3, სასტუმრო სვისოტელი.

ა(ა)იპ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია
(ს/ნ 204900134)
2024 წლის 22 დეკემბრის საანგარიშო/საარჩევნო ყრილობა
დღის წესრიგი:
• ფედერციის პრეზიდენტის მოხსენება/ანგარიში; (მომხსენებელი – ფედერაციის პრეზიდენტი ა. ნიკოლაიშვილი)
• ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ სამოქმედო პროგრამის წარდგენა;
• ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
• ფედერაციის გამგეობის წევრების არჩევა;
• ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ის არჩევა;
• ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის ანაზღაურების განსაზღვრა
• დასკვნითი სიტყვა; (მომხსენებელი ფედერაციის პრეზიდენტი ა. ნიკოლაიშვილი)

პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის წესი
ფედერაციის პრეზიდენტობაზე კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ ფედერაციის წევრებს. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს ფედერაციის წევრის მიერ, რომლებმაც წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინონ ფედერაციის გამგეობას, არჩევნებამდე არანაკლებ 2 (ორი) კვირით ადრე.
კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება და არ უნდა იყოს ნასამართლევი, ამასთანავე, შესაბამის სპორტულ სფეროში უნდა ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია.
ფედერაციის წევრებს უფლება აქვთ პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინონ ამა წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.