ა(ა)იპ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ 2025 წლის 24 იანვარს 15:00 საათზე ჩატარდება საანგარიშო/საარჩევნო ყრილობა. (რეგისტრაციის დასაწყისი 14:00 საათი)
მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის N9 სასტუმრო მერკური.
ა(ა)იპ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია
(ს/ნ 204900134)
2025 წლის 24 იანვარს ჩატარდება საანგარიშო/საარჩევნო ყრილობა
დღის წესრიგი:
· ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება/ანგარიში; (მომხსენებელი – ფედერაციის პრეზიდენტი ა. ნიკოლაიშვილი)
· ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ სამოქმედო პროგრამის წარდგენა;
· ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
· ფედერაციის გამგეობის წევრების არჩევა;
· ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ის არჩევა;
· ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის ანაზღაურების განსაზღვრა
· დასკვნითი სიტყვა; (მომხსენებელი ფედერაციის პრეზიდენტი ა. ნიკოლაიშვილი)
პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის წესი
ფედერაციის პრეზიდენტობაზე კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ ფედერაციის წევრებს. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს ფედერაციის წევრის მიერ, რომლებმაც წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინონ ფედერაციის გამგეობას, არჩევნებამდე არანაკლებ 2 (ორი) კვირით ადრე.
კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება და არ უნდა იყოს ნასამართლევი, ამასთანავე, შესაბამის სპორტულ სფეროში უნდა ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია.