საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს ნოე ფანცხავამ 50 მ. გულაღმა სტილით ცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა შედეგით 0:25.88 და მის მიერვე დამყარებული საქართველოს რეკორდი(0:26.31) გააუმჯობესა! ამით მან მისთვის სარეკორდო 777 ქულა (2022 წლის საქართველის რეიტინგის პირველი შედეგი) და ზაფხულში, იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზიაც მოიპოვა.ნოე ხვალ 100 მ. გულაღმა ცურვაში მოსინჯავს ძალებს.ვუსურვებთ წარმატებებს!