წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-6 ტურის მატჩები 3 და 4 დეკემბერს გაიმართება. თბილისის „დინამო“ ტურნირზე მესამე საშინაო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „ჰანოვერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 4 დეკემბერს თბილისში „ოლიმპიკის“ აუზზე 18:30 დაიწყება.
შეხვედრის პიდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.