ბოლო საშინაო მატჩი, რომელიც ”დინამო თბილისსა” და” ვულიაგმენს” შორის ჩატარდა, ”ვულიაგმენის” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 9-14. დღევანდელი ასპარეზობის განმავლობაში, ქართული გუნდისთის ქულების მოგროვება შემდეგმა მოთამაშეებმა შეძლეს: გიორგი მაგრაქველიძე 4 წარმატებული სროლა, სტეფან პიეშივაცი 2 , ანდრია ვლაჰოვიჩი 2 , არწიომ დიხტიარენკა კი 1 გოლი. მადლობას ვუხდით ბიჭებს საინტერესო სეზონისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ თამაშებზე, რომელიც ათენსა და ბარსელონაში გაიმართება. მოგეხსენებათ, რომ ორივე ქვეყნის ნაკრები ძლიერი მოწინააღმდეგეა, მათ შორის “ოლიმპიაკოსი” საბერძნეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა, აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ 2022 წელს საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა ”ოლიმპიაკოსთან” გამართული დაძაბული მატჩი და ვიმედოვნებთ, რომ ასპრეზობა კვლავ ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.