თურქეთის ქალაქ ედირნეში მიმდინარე თასის გათამაშებაზე საქართველოს ცურვის რეკორდსმენმა ნოე ფანცხავამ, ჯუნიორების კატეგორიაში გულაღმა სტილით ცურვაში ოქრო, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა დროით (0:25:79). მან ამით გააუმჯობესა მის მიერვე დამყარებული რეკორდი (0:25:88) და მეორეჯერ შესძლო იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გასამართი ჩემპიონატის ლიცენზიის მოპოვება. ამ საამაყო შედეგის მიღწევით კი, ნოემ ფინას 777 ქულა დაიმსახურა და ედირნეს თასზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ის ევროპის ჯუნიორთა რეიტინგში პირველ ადგილზეა.