ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე მინსკში დასრულდა. ჩვენი ნაკრებმა როგორც უკვე მოგახსენეთ დაუპირისპირდა უნგრეთის გუნდს და 12-8 დათმო თამაში.
ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ 4 მიღებული პენალტით თამაში ზუსტად 4 ბურთიანი სხვაობით წავაგეთ.
ხვალ გალაკტიონ ლაითაძის გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდება და ამ თამაშში ყველაზე დიდი შანსი გვაქვს ჯგუფურ ეტაპზე სულ მცირე ქულის მოპოვების.
აღსანიშნავია, რომ ხორვატია-სლოვენიის მატჩი ქართველმა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ლევან ბერიშვილმა იმსაჯა.
საქართველო-საფრანგეთი 14:00
ვუგულშემატკივროთ და წარმატებები ვუსურვოთ დარჩენილ თამაშებზე ჩვენს ნაკრებს!