მონტენეგროს ნაკრები FINA წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის ჩემპიონია!
პრესტიჟული ტურნირის ტრიუმფატორებმა ფინალში აშშ-ის ნაკრები 9-8 დაამარცხეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის საუკეთესო მოთამაშე მონტენეგროს ნაკრების წყალბურთელი ალექსანდარ ივოვიჩი გახდა.