21-22 დეკემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა ქართულმა დელეგაციამ. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.

ყველაზე წარმატებული იყო თემო კობახიძე, რომელმაც 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა. 3 ოქროს მედალი მოიპოვა საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში ნოე ფანცხავამაც.

ტურნირში საქართველოს გარდა სლოვაკეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოება 4 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით მოხდა.

ქართველმა მოცურავეებმა ჯამში 10 ოქროს,8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here