მე-14 ადგილით დასრულებული ევროპა მინსკში

0
18

ბელორუსიაში, ქ. მინსკში გამართული U19 ევროპის ჩემპიონატი წყალბურთსი დასასრულს უახლოვდება.

დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მე-13-14 ადგილებისათვის იბრძოდა მასპინძელ, ბელორუსიის ნაკრებთან და სამ ბურთიანი სხვაობით 11-8 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებიდან დუბლი საკუთარ აქტივში მხოლოდ ადეიშვილმა გაიფორმა. სამყურაშვილმა, ხოხაშვილმა, წულუკიანმა, ჭეიშვილმა, შუშიაშვილმა და ქათამაძემ კი მხოლოდ თითოჯერ მოახერხეს მეტოქის კარში გოლის გატანა.

გალაქტიონ ლაითაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ერთი მოგებით დაასრულა და მე-14 ადგილს დასჯერდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here