4-6 ივნისს, რიგაში ჩატარდა ღია პირველობა სინქრონულ ცურვაში – „ლატვიის თასი“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 10 ქვეყანა ხუთ ასაკობრივ ჯგუფში.
საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას აუცილებელი პროგრამით, სოლო პროგრამით, წყვილთა შორის და ჯგუფური გამოსვლით.
ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა წარმატებით იასპარეზეს და 22 მედალი მოიპოვეს.
ჯგუფი- I ადგილი
დუეტი 2006> -II ადგილი
დუეტი (16-17) – II ადგილი
დუეტი ( 13-15) – II ადგილი
სოლო 2006> – I ადგილი
სოლო (13-15) – II ადგილი
სოლო (16-17) – II ადგილი
სავალდებულო პროგრამა: 2006> – III ადგილი, ( 2002-20003) – II და III ადგილი.