06-08 ივლისს, ოლიმპიური აუზი, წყალბურთის ყოველ წლიურ საერთაშორისო ტურნირს “თბილისის თასს” უმასპინძლებს, სადაც პირველობისათვის იბრძოლებენ: საქართველოს, სლოვაკეთის, ყაზახეთის და თურქეთის ეროვნული ნაკრებები.
დასწრება თავისუფალია და გულშემატკივარს ვთხოვთ დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს მხარში, რადგან ეს თამაშები მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად, რომლის სტარტამდეც მხოლოდ ორი კვირა რჩება!