ევროპის ჩემპიონატი ცურვაში

0
14

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 2022 წლის ევროპის საწყლოსნო სახეობათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა კუხალაშვილმა 100 მ. თავისუფალი ყაიდაზე საკვალიფიკაციო გაცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა შედეგით 0:50.90 , გააუმჯობესა რა დავით აბესაძის მიერ 2021 წელს ნაჩვენები დრო(0:51.33). თავად ლუკას პირადი საუკეთესო შედეგი ამ დისტანციაზე 0:51:49 წამს შეადგენდა. კუხალაშვილმა მისთვის სარეკორდი(50-მეტრიან აუზზე) 782 ფინას ქულაც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი მოცურავე,რომელმაც 100-მეტრიანი დისტანცია 51 წამზე ნაკლებ დროში დაფარა.ეს ლუკასთვის 50-მეტრიან აუზზე დაფიქსირებული საქართველოს პირველი რეკორდია.ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას ამავე სტილით 200-მეტრიან გაცურვაში !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here