ვირფასო გულშემატკივრებო,
ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და ფრანგულ კლუბ “მარსელს“ შორის, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ ჩატარდეს მაყურებლების გარეშე.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 18:30 პირველი არხი შემოგთავაზებთ