საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა დაასრულა უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ. პირველი მატჩი მარცხით დავიწყეთ, თუმცა ამის მიუხედავად თამაშში ბევრი პოზიტიური მომენტი იყო.
პირველი სამი მეოთხედი ძალზე დაძაბული გამოდგა 3-1; 2-2; 3-2 უნგრელების სასარგებლოდ, თუმცა მოწინააღმდეგემ კლასის და გამოცდილების ხარჯზე შეძლო და ბოლო მეოთხედში 4 უპასუხო გოლი გაგვიტანა, საბოლოო ანგარიში კი 12-5 დაფიქსირდა.
ჩვენი ნაკრებიდან ცერპულიამ 2-ჯერ, ხოლო ბითაძემ, ქავთარაძემ და რურუამ კი თითოჯერ აიღეს მოწინააღმდეგის კარი.
შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს ოთხშაბათს 14:30-ზე.
თამაშის ყურება შესაძლებელია ვებ გვერდზე www.len.eu