მსოფლი ლიგა

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო ‘Mercure Tbilisi Old Town’-ში პრესკონფერენცია გაიმართა. მოახლოებული ტურნირის შესახებ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს-ატაშე ჯონ ფერმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა ისაუბრეს. მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი – 26 ივნისი – 1 ივლისი, თბილისის ოლიმპიური აუზი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here