კაპიტანი

ზუკა რურუა წყალბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანია. სანდო, გაწონასწორებული, გამოცდილი. იდეაში, ისეთი, როგორიც უნდა იყოს კარგი კაპიტანი.

წყალბურთში კარგი ნაკრებით კარგი შედეგი გვაქვს. გავდივართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და იქ ღირსეულად ვთამაშობთ.

წყალბურთში გვყავდა რეზო ჩომახიძე, ახალგაზრდა ცენტრი ანდრო ბითაძე მომავალია და წყალბურთში ჩვენი კაპიტანი არის რურუა.

ვერ მახსენდება ზუკას მონაწილეობით გამორჩეული შეხვედრა. იმიტომ, რომ ის ყველგან სტაბილურად კარგი და თავმდაბალია. და, ამავე დროს, შედეგზე მიდის. და ეს შედეგი მოაქვს. ეს შედეგი იდება.

როდესაც წლის ბოლოს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებზე ვსაუბრობთ, თითქმის ყოველთვის სტანდარტული ეჭვმიტანილები ფიგურირებენ. და წელს, მინდა, რომ საუკეთესო სპორტსმენებში ვინმემ რურუა დაასახელოს. იმიტომ, რომ მან, ჩვენმა ნაკრებმა და წყალბურთმა ეს დაიმსახურეს.

კარგი კაპიტანი.

იდეალური თანაგუნდელი.

გაწონასწორებული ლიდერი.

შეუცვლელი მოთამაშე.

არ არის საკმარისი?

ფოტო: თბილისის დინამოს კუთვნილება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here