ევროპის ჩემპიონატი u 15

ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში.საქართველოს ნაკრები მოხვდა ჯგუფში რუსეთთან,ჰოლანდიასთან და იტალიის ნაკრებებთან.პირველი შეხვედრა ქართველმა წყალბურთელებმა რუსეთის ნაკრებთან გამართეს და შეხვედრა ფრედ 9-9 დაამთავრეს.მეორე შეხვედრაში ჩვენი სპორტსმენები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 12-8 დათმეს იტალიელ თანატოლობთან.ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პრინციპულ შეხვედრაში ჰოლანდიელებთან ,ქართველებმა გამარჯვება მოიპოვეს 14-11, რამაც ჯგუფში მეორე ადგილი მოგვანიჭა. 1/4 ფინალში გასასვლელად სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდით და  12-8 საკმაოდ იოლად გადავლახეთ სლოვაკეთის ბარიერი.8 გუნდში მოხვედრით ჩვენმა ახალგაზრდა წყალბურთელებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს თანამედროვე წყალბურთის ისტორიაში.შემდგომ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაგვიპირისპირდა და დრამატულ და თანაბარ ბრძოლაში 12-10 დავმარცხდით ,სამწუხაროდ. 5-6 ადგილებზე პლეოფში გასასვლელ ბრძოლაში ქართველმა წყალბურთელებმა 11-10 სძლიეს ხორვატიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს, ხოლო სერბეთის ნაკრებთან დავმარცხდით 12-3 და დავიკავეთ 6 საპატიო ადგილი. ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთნელთა შტაბს საპატიო ადგილზე გასვლას და ვუსურვებთ წარმატებას შემგომ შეჯიბრებებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here